Image

რუსთავში პირბადეების ახალი საწარმო ამოქმედდა.
საწარმოს ხელმძღვანელობამ დღეს რუსთავის მერიას 1000 ცალი პირბადე საჩუქრად გადასცა. პირბადეები მოხალისეებზე და იმ ადამიანებზე გადანაწილდება, რომლებიც ვირუსის გადადების განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

შპს ,,არ-ემ-სი გრუპი“ ყოველდღიურად 5-დან 7 ათასამდე პირბადეს კერავს და მასში 35 ადგილობრივი, მათ შორის შშმ პირები არიან დასაქმებულნი.
საწარმო, ადრე სამკერვალო ფაბრიკის დატვირთვას ატარებდა და პროფილი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალა.

პირბადეების წარმოება, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე ხდება. იკერება როგორც, ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები.
ქარხანაში ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომები მაქსიმალურადაა დაცული და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირებს.

შპს ,,არ-ემ-სი გრუპ“-ში მუშა პროცესს, დღეს რუსთავის მერის მოადგილე ირმა მესხი და სოციალური სამსახურის უფროსი ნინო ქვირია გაეცნენ.

საწარმოს ხელმძღვანელის ქეთა როსტომაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პირბადეები კერძო შეკვეთით იკერება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სააფთიაქო ქსელებთან და უახლოეს პერიოდში აფთიაქებშიც გაიყიდება. ამ ეტაპზე საწარმო კერძო შეკვეთებზე მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, დღეში 15 ათასი ცალი პირბადის შეკერვის პოტენციალი აქვს.

2020-04-23

ნავიგაცია