Image

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების, მოვლა- პატრონობის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტიდან გადაადგილების მსურველთა საყურადღებოდ:

იმისთვის, რომ მიიღოთ ცნობა და შეძლოთ გადაადგილება, საჭიროა, ელექტრონულ ფოსტაზე - contactrustavi@gmail.com გადმოგზავნილ იქნას განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი N1, დანართი N2)

განაცხადს უნდა დაურთოთ:

       მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულება

იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არის იურიდიული პირის საკუთრებაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

იურიდიული პირის მიერ, გადაადგილების მსურველ პირზე გაცემული ცნობა, მასზედ რომ აღნიშნული პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

  1. გადაადგილების მსურველი პირის პირადობის მოწმობის ასლი
  2. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი
  3. მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტო)

       დანართი 1

       დანართი 2

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად მგზავრთა (თანამშრომელთა) სპეციალური გადაყვანის მარშრუტის შესათანხმებლად,  დაინტერესებულმა   პირებმა ელექტრონულ ფოსტაზე- contactrustavi@gmail.com  უნდა გადმოაგზავნონ განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი N1, დანართი N2)

განაცხადს უნდა დაურთოთ:

  1. დაინტერესებული პირის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი
  2. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი.

      დანართი 1

      დანართი 2

 

 

2020-05-13

ნავიგაცია