Image

რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა გაიხსნა.

ცენტრის გახსნას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი დაესწრნენ.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა ლომოურის ქუჩაზე აშენდა.
ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. შენობის გარე პერიმეტრზე, კი სასწრაფოს მანქანების ავტოპარკია მოწყობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის, ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

2020-05-01

ნავიგაცია