Image

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში, დღეიდან, ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო.

ტერიტორიაზე დაცულია პამდემიის პირობებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სტანდარტები. სრულდება პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, ბაზარში შემსვლელ მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინიგი, მოვაჭრეები კი, საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ.

დილიდან სიტუაციას პირადად აკონტროლებენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.
რეგულაციების დაცვის მონიტორინგს ატარებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლებიც.

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველი ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.

 

2020-05-01

ნავიგაცია