Image

აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა რუსთავს 100 ცალი სასურსათო პაკეტი გადასცა.

ჰუმანიტარული დახმარება, დღეს აზერბაიჯანულმა ორგანიზაციამ რუსთავის მერიაში მიიტანა.
სურსათი მოსახლეობის დახმარების იმ კამპანიის ფარგლებში დარიგდება, რომელსაც ქალაქის მერია უკვე ორი თვეა, რაც ახორციელებს და ისეთ ოჯახებს გადაეცემათ, ვინც პანდემიის ფონზე შექმნილი სიტუაციის გამო, დახმარებას საჭიროებენ.

დღეისთვის, რუსთავის მერიისგან სასურსათო პაკეტი 10 680 ოჯახს აქვს უკვე მიღებული.

2020-05-01

ნავიგაცია