ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით, გამოცხადდა ღია კონკურსი  შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:

ვაკანსიის N 60717: ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის  ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (2 ვაკანსია);

ვაკანსიის N 60720: ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის  ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  (1 ვაკანსია);

ვაკანსიის N 60721: ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის  ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების ბავშვის ჯანმრთელობის მართვის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი(1 ვაკანსია);

ვაკანსიის N 60723: ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის  ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების ბავშვის სამართლებრივი დახმარების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია).

ვაკანსიები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე  - www.hr.gov.ge.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

 

2020-05-08

ნავიგაცია