Image

14 მაისის დილის 06:00 საათიდან, რუსთავში შემოსვლაზე და ქალაქიდან გასვლაზე შეზღუდვა მოიხსნა.

რუსთავი ერთ-ერთი იყო იმ 4 დიდი ქალაქიდან, სადაც შესვლა-გამოსვლა კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,15 აპრილიდან აიკრძალა.

სპეციალური ბლოკ საგუშაგოები, რიმელიც ქალაქის ხუთივე შემოსასვლელში იყო განლაგებული, ღამის საათებში მოხსნეს.
სპეციალური ტექნიკით მოხდა იმ დროებითი ინფრასტრუქტურისგან ქალაქის შესასვლელების გასუფთავება, რაც ბლოკ პოსტების ფუნქციონირებისთვის იყო განსაზღვრული.
ბეტონის და რკინის ჯებირებისგან ტერიტორია, ქალაქის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთვსერვის ცენტრმა" გაასუფთავა, მოხსნილია სპეციალური კარვებიც.

ქალაქის შესასვლელებში, ბლოკ საგუშაგოების გაუქმების პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად დაესწრო.
რუსთავში შესვლის მსურველებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები აღარ გააკონტროლებენ.
ქალაქში ძალაში რჩება ყველა ის დანარჩენი შეზღუდვა, რაც საგანგებო მდგომარეობით არის გათვალისწინებული.

რუსთავში კოვიდ 19-ის 9 შემთხვევა იყო დადასტურებული, აქედან რვა ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქალაქში, უკვე 12 დღეა აღარ გამოვლენილა.

2020-05-13

ნავიგაცია