Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზიასა და საკრებულოს წევრებთან – მერაბ სულაბერიძესა და დავით სხრიტლაძესთან ერთად, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა. ქალაქის მერმა ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო.

ცეცხლი პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასთან, გამხმარ ბალახს მოედო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ძლიერი ქარის მიუხედავად, მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

2016-09-01

ნავიგაცია