Image

რუსთავში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ხეების შეწამვლის სამუშაოები ჩატარდა.

წიწვოვანი ნარგავები კოსტავას გამზირზე, რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე შეიწამლა.
შავი ფიჭვის ხეები ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატ ,,ნორდოქსით’’ მოხდა.
ხე-მცენარეები ,,რუსთავსერვის ცენტრმა’’ სურსათის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი სპეცტექნიკით შეწამლა.

სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ხელმძღვანელ გიორგი გოროზიასთან ერთად დაესწრო.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ხე-მცენარეები ასევე შეიწამლა თბილისის, შარტავას და მეგობრობის ქუჩებზე.
ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატების გამოყენებით, ხეების შეწამვლის სამუშაოები, ქალაქის მასშტაბით, მესამე წელია ტარდება.

რუსთავის მერის განცხადებით, მსგავსი სანიტარული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ხე-მცენარეების დაავადების გავრცელების პრევენციას და ჯანსაღი წიწვოვანი ნარგავების შენარჩუნებას.

2020-05-15

ნავიგაცია