Image

ქალაქ რუსთავსა და კრივოი-როგს შორის, დამეგობრების შესახებ ოფიციალური შეთანხმება გაფორმდა.

დამეგობრობის შესახებ მემორანდუმს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და კრივოი-როგის მერმა იური ვილკულმა ხელი ონლაინ კონფერენციაზე მოაწერეს.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო ახალი კორონავირუსის გამო, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს და სამომავლო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ონლაინ კონფერენციაზე დეტალურად იქნა განხილული კრივოი-როგს, ჟოდინოსა და რუსთავს შორის შემდგომი საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები და პროექტებიც.

,,გასულ წელს, ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით კრივოი როგში, სადაც ევროპის დღეები აღინიშნებოდა. რუსთავსა და კრივოი-როგს შორის დამეგობრების განზრახვის დოკუმენტს სწორედ გასულ წელს მოეწერა ხელი. წელსაც ვიყავით მიპატიჟებულები კრივოი-როგში ევროპის დღეების აღსანიშნავად და დამეგობრების შესახებ ოფიციალური მემორანდუმის გასაფორმებლად. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ მოხერხდა გამგზავრება კრივოი-როგში. ქალაქის მერის ინიციატივით მოხდა დისტანციურად ჩართვა დამეგობრებულ ქალაქებთან, მათ შორის რუსთავთან და დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი ქალაქ რუსთავისა და კრივოი-როგის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს.
ვიდეო კონფერენციაზე განვიხილეთ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ჩვენს ქალაქებში არსებული ვითარება, ერთმანეთს გავუზიარეთ დისტანციური მართვის გამოცდილებება. მე იმედი მაქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, უკვე გვექნება დამეგობრებულ ქალაქებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით, კონკრეტული სტრატეგიული განვითარების გეგმა “, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავისა და კრივოი-როგის მერებთან ერთად, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ბელორუსის ქალაქ ჟოდინოს საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ზაბოლოცკი, პოლონეთის ქალაქ ლუბლინის მერის მოადგილე არტურ სიმჩიკი და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსულის მოადგილე დონეცკში, პეტერ შმალი.

2020-05-15

ნავიგაცია