Image

სოციალური პროექტები, რომლებიც პანდემიის პირველივე დღეებიდან ამოქმედდა რუსთავში, დღემდე გრძელდება.

ქალაქის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ პროგრამას რუსთავის მერია სამი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს- პროდუქტების კალათა, მედიკამენტები და ჩვილ ბავშვთა კვება.

მერიის ქოლ ცენტრში ყოველდღიურად 8 ოპერატორი მუშაობს და დღე-ღამეში დაახლოებით 500 ბენეფიციარს პასუხობს. ყოველდღიურად, მერიის თანამშრომლები და მოხალისეები დაახლოებით 300 ოჯახს უწევენ მომსახურებას.

სულ, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე, ქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პროექტები 20000 -ზე მეტ რუსთაველ ოჯახს შეეხო.
პროდუქტის კალათა 18 757 ბენეფიციართან, მედიკამენტები 1200 ბენეფიციართან, ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტი, კი 150 -ზე მეტ ოჯახშია მიტანილი.

ამოქმედბულია კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას გულისხმობს და პირველ ეტაპზე, მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ეს დახმარება, 600-ზე მეტ რუსთაველ ბავშვს შეეხება.
პროგრამები მერიის სარეზერვო ფონდიდან და კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდება.

2020-05-19

ნავიგაცია