Image

რუსთავში, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ქარხანა ამოქმედდა.
სს. ,,რუსთავოილი“ სამშენებლო ბიტუმს აწარმოებს, ის ქართული ინვესტიციითაა დაფინანსებული და მთლიანად რუსთაველი კადრებით არის დაკომპლექტებული.
ქარხანაში მიმდინარე მუშა პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი გაეცნენ.
სს ,,რუსთავოილს” 2017 წელს, სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადაეცა.
2018 წლიდან, კი კომპანია ქარხნის მშენებლობის პროცესში იყო.
საწარმოში ინვესტიციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და მისი მოცულობა დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, აქ 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.
,,რუსთავოილი“ ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც სამშენებლო ბიტუმს აწარმოებს.
ბიტუმი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში გამოიყენება. დღემდე აღნიშნული პროდუქცია საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა.
ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ჯერჯერობით ერთადერთი საწარმოა, რომელიც ამიერკავკასიაში მსგავს პროდუქციას აწარმოებს.
სამომავლოდ, წარმოებაში ალტერნატიული ენერგეტიკული სიმძლავრეების დანერგვაც იგეგმება, რაც მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას გულისხმობს და მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.
,,რუსთავოილს”, წელიწადში 120-დან 150 000 ტონამდე პროდუქციის გამოშვების საშუალება აქვს, რაც სამშენებლო ბიტუმზე საქართველოს მოთხოვნის თითქმის 80 პროცენტს შეადგენს.
საწარმო შეუფერხებლად მუშაობდა პანდემიის პერიოდში, რადგან აქ ვირუსის გავრცელების პრევენციის ნორმები სრულად არის დაცული.

2020-05-19

ნავიგაცია