Image

18 მაისს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიო პანდემიის პირობებში, წელს ეს დღე განსხვავებულად (ონლაინ) აღინიშნება.

რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა, რუსთაველებს, ონლაინ ექსკურსია შესთავაზა.მოსახლეობას სახლიდან გაუსვლელად მიეცა საშუალება დაეთვალიერებინა მუზეუმში არსებული ისტორიული კოლექცია,არქეოლოგიური მასალები.

რუსთავის მუნიციპალიტეტი, პოლონეთის დამეგობრებული ქალაქ ლოძის მიერ გამოცხადებულ კამპანია „The Night of Museums“-შიც ერთვება.

საინტერესო ექსკურსი,რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა. ვიდეო, სადაც მუზეუმის ხელმძღვანელი, ნაზი პაჭიკაშვილი, რუსთავის ტერიტორიაზე მოპოვებულ არქოლოგიურ მასალებზე, თანამედროვე ქალაქის მშენებლობის და ინდუსტრიული განვითარების ექსპოზიციაზე საუბრობს, ქალაქ ლოძის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
https://uml.lodz.pl/…/o-mie…/wspolpraca-z-zagranica/rustawi/

პოლონეთში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცა უნიკალური საშუალება ვიდეოს მეშვეობით რუსთავის ისტორიას გაცნობოდა.

კამპანიაში, ქალაქ რუსთავის გარდა მონაწილეობა გერმანიის ქალაქმა შტუტგარდი, ,მექსიკის ქალაქმა პუებლა ,ავსტრიის ქალაქმა გრაზი- მიიღო.

1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, მუზეუმების დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები.

2020-05-18

ნავიგაცია