Image

ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022 მიზნად ისახავს ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას და იგი შემუშავებულია ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის მიერ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა, აერთიანებს საშუალოვადიან პერიოდში ქ. რუსთავში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად მიმართულ ღონისძიებებს. სამოქმედო გეგმის პროექტი განხილულ და შეთანხმებულ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ. გეგმა შესაბამისობაშია „პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილების მოთხოვნებთან. 

ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022 იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: http://rustavi.gov.ge/file_manager/1/2d45457f1fb7781c5ee6a6f38fdbcd81.pdf

სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, წერილობითი მოსაზრებები, მსურველებმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოგზავნონ მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე:: rustavi.municipality@rustavi.gov.ge.

 

2020-05-28

ნავიგაცია