Image

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი დღეს რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა პედაგოგებს განათლების სისტემის სრულყოფასა და არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო, ასევე, ვრცლად ისაუბრა მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხებზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწის აუცილებლობაზე, სამომავლო გეგმებზე, სწავლების ახალ მოდელსა და ინოვაციების დანერგვაზე.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

2016-09-03

ნავიგაცია