Image

დღეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სსიპ კოლეჯ ,,მოდუსის“ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.

ონლაინ შეხვედრაზე, რომელზეც 2020 წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები განიხილეს, ახალი ინიციატივა გააჟღერა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ინიციატივა, რუსთავის დამეგობრებულ ქალაქებში არსებულ, ანალოგიური პროფილის სასწავლო დაწესებულებებსა და კოლეჯ ,,მოდუსს“ შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის და დამეგობრების მემორანდუმების გაფორმებას გულისხმობს.

რუსთავის მერიიდან, შუამდგომლობის წერილები, უახლოეს დღეებში, ყველა დამეგობრებულ ქალაქში გაიგზავნება.

პროფესიული სასწავლებლის სახით, აღნიშნული კოლეჯი, რუსთავში 1958 წლიდან არსებობს.
დღეს, კოლეჯი ,,მოდუსის“ შენობა მთლიანად გარემონტებულია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. კოლეჯს ავტორიზაცია 15 პროფესიულ პროგრამაზე აქვს გავლილი. 2015 წელს კოლეჯმა ავტორიზაცია 4 მოდულურ პროგრამაზე , 2016 წელს, კი დამატებით ორ მოდულურ პროგრამაზეც გაიარა. კოლეჯი, სტუდენტების ახალ ნაკადს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან მიიღებს.

2020-05-28

ნავიგაცია