გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებსაქართველოს კანონპროექტის საჯარო განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ და მისი თანმდევი ცვლილებები საქართველოს კანონებში.
 
კანონპროექტი შემუშავდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივის შესაბამისად. კანონპროექტით დგინდება გარემოზე მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ეფუძნება პრინციპს „დამბინძურებელი იხდის“ და მოიცავს გარემოზე ზიანის მიყენების თავიდან არიდების/შერბილების/აღმოფხვრის ახალ რეგულაციებს.
 
კანონპროექტი მოსაზრებებისთვის დაგზავნილი იყო სამთავრობო უწყებებში, ასევე, საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებული იყო სამინისტროს ვებ-გვერდზე. მიღებული შენიშვნებისა და წინადადებების  გათვალისწინებით, კანონპროექტი გადამუშავდა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
 
გთხოვთ, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები 2020 წლის 10 ივნისის ჩათვლით, წარმოადგინოთ ელექტრონულ მისამართზე: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge .
 
კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართება ონლაინ შეხვედრის ფორმატში, პროგრამა Zoom Video Communications-ის მეშვეობით, 2020 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე.
 
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ამის შესახებ და მოგვაწოდოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია აკაკი ველთაური (ტელ: 591 81 96 11).

 ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების კანონპროექტებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

კანონის პროექტი ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ''

კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

კანონის პროექტი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ''

კანონის პროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ''

კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

კანონის პროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ''

 

2020-06-03

ნავიგაცია