Image

რუსთავში ხეების შეწამვლის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წიწვოვანი ნარგავები, დღეს ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიწამლა.
შავი ფიჭვის ხეები ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატ ,,ნორდოქსით’’ მოხდა. ხე-მცენარეები ,,რუსთავსერვის ცენტრმა’’ სურსათის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი სპეცტექნიკით შეწამლა.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ხე-მცენარეები უკვე შეიწამლა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, შიდა უბნებში და მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარედაც.

ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატების გამოყენებით, ხეების შეწამვლის სამუშაოები, ქალაქის მასშტაბით, მესამე წელია ტარდება.
მსგავსი სანიტარული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ხე-მცენარეების დაავადების გავრცელების პრევენციას და ჯანსაღი წიწვოვანი ნარგავების შენარჩუნებას.

2020-06-08

ნავიგაცია