Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი ძირითადი საკითხი განიხილეს და ქალაქისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
დეპუტატების მიერ მოწონებულ იქნა რუსთავის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რის საფუძველზეც, ქალაქში, ორ ლოკაციაზე, შეიქმნება რეკრეაციული სივრცე. კერძოდ, ზაქარია ფალიაშვილის და მშენებელთა ქუჩების მიმდებარედ დაგეგმილია სკვერის რეაბილიტაცია-კეთელმოწყობა.ფიროსმანის, რუსთაველის, გონაშვილის, რჩეულიშვილის და გოგი დოლიძის ქუჩებზე მოეწყობა სატრანსპორტო გზა, ტროტუარები. დაგეგმილია, აგრეთვე, რამდენიმე მიკრორაიონსა და ქუჩაზე შიდა ეზოების მოწყობა.
აღნიშნული პროექტები სხდომაზე დეპუტატებს, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ გააცნო.
ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში.
როგორც მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება განაპირობა, კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა. მისივე განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურება, რომელიც თვის განმავლობაში 10 სეანსს ითვალისწინებს, ბენეფიციარის მხრიდან გაცდენის შემთხვევაში, მომდევნო თვეზე გადანაწილდება.

2020-06-09

ნავიგაცია