Image

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეტაპობრივად, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათები დამონტაჟდება.

ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრი” ენერგოეფექტურ დიოდურ(LED) სანათებს, ამ ეტაპზე, ქალაქის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე ამონტაჟებს.

ჭყონდიდელის დასახლებაში, ტოლსტოის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, ძველ რუსთავში 1500 ენერგოეფექტური სანათი დამონტაჟდება.
გარე განათების ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალ რუსთავშიც. ქალაქის მასშტაბით, კი ჯამში, ძველი ნათურები 3000 დიოდური სანათით ჩანაცვლდება.

გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც რუსთავის მერია, ენერგოეფექტურობის კუთხით, ქალაქში ახორციელებს.

2011 წელს, ქალაქი რუსთავი ,,მერების შეთანხმებას’’ შეუერთდა.
რუსთავი, როგორც მერების შეთანხმებას მიერთებული ქალაქი, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისთვის, CO2-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას.

2020-06-10

ნავიგაცია