Image

COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ,,საპარტნიორო ფონდმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია რუსთავში გამართა.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძეს 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა.

ქველმოქმედება, ამჯერად „საპარტნიორო ფონდმა“ მისი საერთაშორისო პარტნიორების - ,,ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტის“, ,,ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიისა“ და ,,სინძიანის ეკონომიკური ინფორმაციის მიმოცვლის ასოციაციიის“ მხარდაჭერით განახორციელა.

რუსთავის მერიისთვის გადაცემული პირბადეები, ქალაქში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს და სხვადასხვა საჭიროების გამო, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისულ რუსთაველებს დაურუგდებათ.

2020-06-11

ნავიგაცია