Image

რუსთავში, პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო ,,ქონსთრაქშენ სერვისი“ წარმოების გაფართოებას გეგმავს.

ახალი ინვესტიცია, რომელიც აქ ხორციელდება, 10 მილიონ ლარს უდრის. წარმოების გაზრდისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.
მიწა, ახალი მშენებლობისთვის კომპანიას სახელმწიფომ გადასცა.

წარმოება, რომელიც დღემდე, თვეში 300 ტონა ლითონის კონსტრუქციას და რკინა -ბეტონის კოჭებს უშვებდა, ცოტა ხანში წარმადობას 3-ჯერ გაზრდის და დამატებით 200 ადამიანს დაასაქმებს. კომპანია თავად უზრუნველყოფს დასასაქმებელი ადამიანების გადამზადებას, რის შედეგადაც, მათ ევროკოდების შესაბამისად სერთიფიცირებული თანამშრომლები ეყოლებათ.

ორ თვეში ,,ქონსთრაქშენ სერვისი“ იქნება ერთადერთი წარმოება საქართველოში, რომელსაც 5 აისო სერთიფიკატი ექნება დანერგილი.
კომპანია ახალ კადრებს ძირითადად რუსთაველებით დააკომპლექტებს.

წარმოების პროცესს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

,,ქონსთრაქშენ სერვისში“ დღეისათვის 450 ადამიანი მუშაობს.
წარმოების გაფართოების შემდეგ, საწარმო საერთაშორისო დონეზე კვოტირებადი კომპანია გახდება.

2020-06-11

ნავიგაცია