სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა- . რუსთავში სსრუსთავის აზოტისმიმდინარე საქმიანობის (ქიმიური მრეწველობა) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების, საწარმოში მიმდინარე დამხმარე საქმიანობებისა და სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „რუსთავის აზოტი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილიქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. N2

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2020 წლის 29 ივნისი, 11:00, ქ. რუსთავის მერიის შენობის უკან არსებული სკვერი.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის უკან არსებულ სკვერში (ღია სივრცეში).  საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 30 ივნისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე:eia@mepa.gov.ge 

იხ. საჯარო განხილვის წესი

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

პასუხი შენიშვნებზე

2020-06-12

ნავიგაცია