Image

რუსთავის მერიას, ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბსა'' და კომპანია „ფი-ქეი-ეფ კაიზენ“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის'' ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ და კომპანია „ფი-ქეი-ეფ კაიზენ“-ის მმართველმა პარტნიორმა დავით გვეტაძემ მოაწერეს ხელი.

სამმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს რუსთავის რეინვენტარიზაციისა და რევიტალიზაციის ხელშეწყობას, ქალაქში ,,Smart“ და ,,active“ კონცეფციების დანერგვას.

როგორც ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის'' ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ განაცხადა, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სპორტული ღონისძიებების მსოფლიო პროგრამებში ქალაქის ჩართვაზე, ინოვაციური განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ეკოსისტემის, ქალაქში ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების შექმნაზე.

 

2020-06-12

ნავიგაცია