Image

რუსთავში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, კოსტავას გამზირზე უნგრული ცაცხვის ჯიშის ხეები დარგეს.

ხეების დარგვის პროცესში, მონაწილეობა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილეებმა -ბესიკ ტოგონიძემ, გოჩა ლორიამ და საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს.

სამი მეტრი სიმაღლის უნგრული ცაცხვის 10 ხე ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრმა’’ კოსტავას გამზირის იმ მონაკვეთზე დარგო, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

გამწვანების აქცია კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოეწყო.
ნარგავები რუსთავის მუნიციპალიტეტს, საჩუქრად, კომპანია ,,ელბა ექსპორტმა’’ გადასცა.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი- ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად. მეორე პროექტით კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი, შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება.

2020-06-19

ნავიგაცია