Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგითი სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის, 20 დეკემბრის N158-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში წარმოქმნილი ეკონომიის შედეგად გამოთავისუფლებული 276,4 ათასი ლარის გადანაწილების საკითხს.

სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დავით გარეჯის ქუჩასა და XVIII მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმის პროექტი.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის გამო, უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელდა, ახალგაზრდულ, ტრანსპორტის, სპორტის და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს.

2020-06-23

ნავიგაცია