Image

რუსთაველი მუსიკოსების ინიციატივით და ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში, შვიდი წლის ნატალია ბლიაძის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.

აქციას, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები, ოჯახის წევრებთან ერთად შეუერთდნენ.

ნატალის სიცოცხლის გადასარჩენად, თვითმმართველობის წევრები და თანამშრომლები, შემოწირულობების განხორციელებასა და საქველმოქმედო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი.

ღია ცის ქვეშ გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე, მუსიკალური კომპოზიციები ანსამბლებმა, „ფიროსმანი“, „თუთარჩელა“, „გროს ოქტეტი“ და მუსიკალური სკოლების მოსწავლეებმა შეასრულეს.

2020-06-29

ნავიგაცია