Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N145 დადგენილებით, რუსთავის ტერიტორიაზე, მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი იქნა დამტკიცებული და გამოიცა მერის ბრძანება N602- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მსხვილფეხა ან /და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესების დაცვა და კონტროლის განხორციელება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე- 4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება: სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და მოვლა-პატრონობა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით:

  • ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მათ გარეშე ყოფნა,გარდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას -20 ლარის ოდენობით
  • ბულვარში, პარკში, სკვერში (ან პლაჟზე),წვრილფეხა ან და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მათ გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას -50 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პირუტყვი გადაყვანილი იქნება სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე. გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე - 70 ლარი

ბ) დღიური მოვლა-პატრონობა - 30 ლარი

2019 წლის 25 ნოემბერს, საკრებულოს N150 დადგენილებით და მერის N23 ბრძანების (17012020) საფუძველზე ცენტრის წესდებაში შესული ცვლილების მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ბინადარი ცხოველების  და მათი პოპულაციების  მართვისა და კონტროლის ორგანიზება ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხ. გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის და სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება დაეკისრა ა(ა) იპ ,,რუსთავსერვის ცენტრს’’.

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში ,გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

პირუტყვის გადარეკვის დრო:

გაზაფხული -ზაფხულის პერიოდში - 06:00 სთ დან 08:00სთ -მდე და საღამოს 19:00სთ-დან 21:00სთ-მდე, ხოლო შემოდგომაზე და ზამთარში, დილის 08:00სთ-დან 10:00სთ-მდე და საღამოს 17:00სთ-დან 19სთ-მდე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

2020-07-06

ნავიგაცია