Image

რუსთავის მერიამ ქალაქის სანიაღვრე ქსელის მოწესრიგების მიზნით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ხელმძღვანელ გიორგი გოროზიასთან ერთად, ფიროსმანის ქუჩაზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ანალოგიური სამუშაოები ქალაქის მასშტაბით, ყველა იმ ლოკაციაზე ჩატარდება, სადაც სანიაღვრე ქსელი მოწესრიგებას საჭიროებს.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სანტექ. სერვისი’’ ახორციელებს და ოქტომბერში დასრულდება.

2020-07-02

ნავიგაცია