Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტზე- ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ისაუბრეს.

პროექტის მხარდაჭერით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა, რომელიც მერიის სერვისების განვითარებისა და საქმის წარმოების განყოფილებას გადაეცა.

პროექტი-,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე", საქართველოს მუნიციპალიტებებში, ელექტრონული სერვისების განვითარებას და ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2020-07-07

ნავიგაცია