Image

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’, ქალაქის მასშტაბით, მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს.

სპეცტექნიკის გამოყენებით, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ მიერ, დღეს, რუსთავში გმირთა მემორიალი დასუფთავდა.

სამუშაოების მიმდინარეობას, ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ დირექტორი, გიორგი გოროზია ესწრებოდა.

რუსთავში არსებულ მონუმენტურ ძეგლებსა და მემორიალებს, სისტემატურად უტარდებათ დასუფთავების სამუშაოები.

2020-06-29

ნავიგაცია