გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - . რუსთავში, შპსპოლივიმისპოლიეთილენ-ტერეფტალატის ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: პოლიეთილენ-ტერეფტალატის ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  შპს „პოლივიმი“

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმეების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2020 წელის 11 აგვისტო, 11:00 საათი, ქ. რუსთავის მერიის შენობის უკან არსებული სკვერი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ქალაქ რუსთავის მერიის შენობის უკან არსებულ სკვერში (ღია სივრცეში). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 3 სექტემბრამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

არატექნიკური რეზიუმე

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების ნორმების პროექტი

 

 

2020-07-15

ნავიგაცია