Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, შპს ,,ჯი არ სი"-ს სენდვიჩ პანელების საწარმოს ეწვია.

ქალაქის მერი საწარმოო პროცესს გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

,,ჯი არ სი’’ სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გახსნილი კიდევ ერთი საწარმოა.
ინვესტიციის მოცულობა 4 მლნ 800 000 ლარია.
კომპანიამ სენდვიჩ პანელების წარმოება 2014 წლიდან დაიწყო. დღეს, აქ უკვე მილ კვადრატების გამოშვებაც ხდება. საწარმოში ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.

შპს „ჯი არ სი“ სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნესსექტორში.
კომპანიის პრიორიტეტი ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნაა.

2020-07-27

ნავიგაცია