Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრს’’, დღეიდან რევაზ გოგიძე უხელმძღვანელებს.

თანამშრომლებს, სამსახურის ახალი უფროსი, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რევაზ გოგიძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის'' დირექტორის თანამდებობას ამ დრომდე გიორგი გოროზია იკავებდა. ის რევაზ გოგიძის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.

ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერების და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, გარე განათების რეაბილიტაცია და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სანიაღვრე სისტემების, შუაგამყოფი ზოლების, ტროტუარების, სკვერების, ასევე მწვანე ნარგავებისა და სასათბურე მეურნეობის მოვლა-პატრონობა.

2020-07-27

ნავიგაცია