Image

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავარიული საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ცხრა კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, ორი პროექტი ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულდა რჩეულიშვილის #2ა#4ა, ჯავახიშვილის #3ა#5ა, ტოლსტოის #7ა და ბერიტაშვილის #6ა საცხოვრებელ კორპუსებში.

პროექტის ფარგლებში, ექვსი სახლის ფასადის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სახელშეკრულებო ღირებულება 238 437 ლარამდეა. სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდა.

დასრულების ფაზაშია ბარნოვის #5ა, გიორგაძის #28 და ჩაპაევის #3 საცხოვრებელი შენობების ფასადების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში, ბარნოვის #5ა და გიორგაძის #28-ში საცხოვრებელი სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გამოიცვალა კარ-ფანჯრები.
ამასთან ერთად, ჩაპაევის #3-ში, გამაგრება-რეაბილიტაციისა და კარ-ფანჯრების გამოცვლის პარალელურად, მოეწყო აივნები.
აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 273 263 ლარამდეა. სამუშაოები 25 მარტს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

გასულ წელს, ჭყონდიდელის დასახლებაში, 10 სახლის ფასადის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გრანელის #7, #9 და #11-ს, გიორგაძის #8-ს, ჩეხოვის #6, #8, #8ა, #10, გრანელის #23 და #25-ს.
იგეგმება ჯავახიშვილისა და გიორგაძის ქუჩებზე არსებული კიდევ ორი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია.

 

 

2020-07-31

ნავიგაცია