Image

დღეს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს მეორმოცე რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე უძღვებოდა.

საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში ცვლილები დაამტკიცა. წარმდგენილი ცვლილებით,  საარჩევნო სუბიექტებს სპეციალურ სტენდებზე მხოლოდ ერთი სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება მიეცემა.  საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის განმარტებით,   აღნიშნული გადაწყვეტილება, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საარჩევნო სტენდის გამოყენების  თანაბარი შესაძლებლობის მიცემას ისახავს მიზნად.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დროებითი სათათბირო-საკუნსულტაციო ჯგუფისთვის ორი მოქალაქისთვის „ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარების პროგრამიდან“ დამატებითი თანხის გამოყოფას, ასევე, თანხმობა განაცხადეს რამდენიმე კომპანიასთან გაფორმებული ქირავნობა/იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტასა და მუნიციპალიტეტს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარა) საფასურის განსაზღვრაზე.

დღესვე, საკრებულომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცილ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესები დაამტკიცა.

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

 

2016-09-13

ნავიგაცია