Image

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრის დასმა ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში, სპექტაკლის --,,შექსპირბადე’’ პრემიერა გამართა.

სპექტაკლი უილიამ შექსპირის უკვდავი პიესების მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა.
მასში შექსპირის რამდენიმე პიესის - ,,მეფე ლირის“ , ,,ვენეციელი ვაჭრის“, ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტის“ და ,,მაკბეტის“ პერსონაჟებია თავმოყრილი.
სპექტაკლის ტექსტებზე ედუარდ უგულავამ იმუშავა, მასში გამოყენებული იყო ენდრიუს პუსკუნიდის მუსიკა, კოსტუმები კი მხატვარმა ბარბარე ასლამაზიშვილმა შექმნა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ზვიად დოლიძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ფიროსმანიშვილი, მერი ფხოველიშვილი, ნათია მელაძე, ნიკო მოსიაშვილი,ანა შარვაძე, იოსებ ელიზბარაშვილი, რევაზ კოღოშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე და ზაზა თაგოშვილი.

პრემიერა პანდემიის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართა.

ღონისძიებას, რუსთავის მერი ირააკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2020-08-05

ნავიგაცია