Image

რუსთავში, საჯარო სკოლების მიმდებარედ, ქვეითთა გადასასვლელები იხაზება.
სამუშაოებს ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ხელმძღვანელ რევაზ გოგიძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ქვეითთა გადასასვლელები, ქალაქის ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მიმდებარედ დაიხაზება.
სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
საგზაო მონიშვნების მოწყობა, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ მიერ შეძენილი სპეციალური ტექნიკით ხორციელდება.
 

2020-09-06

ნავიგაცია