Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის დავით იშხნელის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
კომისიის სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა, აუტისტური სპექტრის ბავშვთა ცენტრებში, კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების პირობებში, მიმდინარე სამუშაო პროცესები და ცენტრებში არსებული მდგომარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სხდომაზე, რომელსაც სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქვირია, ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი ია მირიანაშვილი და ქალაქში არსებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რუსთავის მერიის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების საკითხები განიხილეს.

2020-09-16

ნავიგაცია