რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარე  გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, 2020 წლის 22 სექტემბერს კომისიის სხდომა გამართა.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239-ე დადგენილების შესაბამისად, სხდომის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილმა  ქუჩების სახელდების ინიციატივა წარადგინა. 

 „მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოითქვა სურვილი და მოსაზრება რამდენიმე ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში,  112-ე კვარტალში არსებულ  ქუჩებს მიენიჭოს ელენე ახვლედიანის, ვლადიმერ გუდიაშვილის და  დავით კაკაბაძის სახელი. აღნიშნულ ქუჩებთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ინიციატივას, რომ მათი სახელდების საკითხი საჯარო განხილვის საგანი გახდეს. შემდეგი ინიციატივა გახლავთ იმის შესახებ, რომ მე-19 მიკრორაიონის უკან მდებარე კერძო დასახლებას მიენიჭოს გრიგოლ ხანძთელის სახელი“- განაცხადა გიორგი ტუხაშვილმა.

სხდომის ფარგლებში, საკრებულოს წევრის და ამავდროულად,  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავამ წარადგინა ინიციატივა ქ. რუსთავში,  ჟ. შარტავას ბიუსტის მიმდებარედ,  მე-7 და მე-7ა მკრ/რაიონებს შორის  არსებულ კიროვაკანის ქუჩას გადაერქვას  და მიენიჭოს  აფხაზეთის  ქუჩის სახელი.

იხილეთ: http://rustavi.gov.ge/file_manager/1/efbbe805c869a7b6f3d503ae6d3b58a7.pdf

2020-09-29

ნავიგაცია