Image

დღეს, რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგა.
ქანდაკება, რომელიც ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირის დასაწყისში განთავსდა, რუსთაველ მოქანდაკე ვალერიან ჯიქიას ეკუთვნის.
ქალაქის მთავარ გამზირზე, საქართველოს ეროვნული გმირის ძეგლის დადგმა, რუსთავის მერიის ინიციატივით და საზოგადოება ,,რუსთაველების“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას, მერაბ კოსტავას ქალიშვილი თამთა კოსტავა, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საზოგადოება ,,რუსთაველების“ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია ქალაქის მერიამ გასულ წელს განახორციელა, რითაც ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა.
საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტის გახსნა კოსტავას გამზირზე, მისი გარდაცვალების 31-ე წლისთავს დაემთხვა.

2020-10-13

ნავიგაცია