Image

2020 წლის 5-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ 30 000 ლარამდე ოდენობის გრანტი ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. პროგრამაში
თანამონაწილეობის თანხა არის 10%, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში - 5%.
მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტში ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს. ამასთანავე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს, კვლავ ეძლევათ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
პირველადი სოფლის მეურნეობის გარდა, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი ყველა ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებას გულისხმობს.
საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 15 25 ან ეწვიეთ ვებგვერდებს www.enterprisegeorgia.gov.ge და https://programs.gov.ge/ka. ასევე, შეგიძლიათ ესტუმროთ პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ 84 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლს.
დარეგისტრირდით და შეავსეთ განაცხადი პორტალზე - https://grantsenterprise.ge/extranet/start.php

2020-10-15

ნავიგაცია