გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს "რუსთავის ფოლადის" არასახიფათო ნარჩენების აღდგენის საწარმოს (წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქრო) ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  არასახიფათო ნარჩენების აღდგენა;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „რუსთავის ფოლადი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, წიდასაყარი, მიმდებარე ტერიტორია;

საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 8 დეკემბერი, 13:00 საათი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Join Zoom Meeting : https://us02web.zoom.us/j/86385458366

Meeting ID: 863 8545 8366

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0 ), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს

საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ Zoom-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 23 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

2020-11-06

ნავიგაცია