სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - გარდაბანი კრწანისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მე-17 კმ შპს "თეთრი ქუდის" სოკოს საწარმოში კომპოსტის (ნარჩენების აღდგენა) წარმოების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  ნარჩენების აღდგენა;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „თეთრი ქუდი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბანი, კრწანისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მე-17

კმ;

საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 26 ნოემბერი, 13:00 საათი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Join Zoom Meeting : https://us02web.zoom.us/j/85142793142 

Meeting ID: 851 4279 3142

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ Zoom-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 27 ნოემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

პრეზენტაცია

2020-11-10

ნავიგაცია