,,ევროპის სპორტის კვირეულის" ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან ერთად, დაიწყო COVID-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ფიზიკური და სპორტული აქტივობების ხელშემწყობი ონალაინ კამპანია "#BeActive - შემოგვიერთდი და გააზიარე პოზიტიური მუხტი!".

კამპანია მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. მოტივაციის ასამაღლებლად, კამპანიის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, პირველი 50 მომხმარებელი, რომელიც ატვირთავს ფოტო / ვიდეომასალას, დაჯილდოვდება ბრენდული საჩუქრებით. დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ, იხილეთ "ევროკავშირი საქართველოსთვის" ვებ-გვერდზე eu4georgia.ge კამპანიების კატეგორიაში  https://eu4georgia.ge/ka/beactive/ 

2020-11-10

ნავიგაცია