რუსთავის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელი საკვებ პროდუქტს მიიღებს

  • 2020-11-17
Image

რუსთავის მერია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის გადასაცემად ემზადება.
საბავშვო ბაღებში, სურსათის შეტანა დღეს დაიწყო. პროცესს რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი დაესწრო.
საკვებ პროდუქტს, რუსთავის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელი, ჯამში 6513 ბავშვი მიიღებს.
საბავშვო ბაღებში, სურსათის გაცემა 19 ნოემბერს, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მოხდება.