სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „თეიმურაზ ჯანგულაშვილი და კომპანიას“ ცემენტის საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  ცემენტის წარმოება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „თეიმურაზ ჯანგულიშვილი და კომპანია“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, ცემენტის ქარხნის და რკინიგზის ხაზის მიმდებარე ტერიტორია;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის  4 დეკემბერი, 16:00 სთ;

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Join Zoom Meetinghttps://us02web.zoom.us/j/82350029850 

Zoom meeting ID - 823 5002 9850

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0 ), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს

საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ Zoom-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 7 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

პრეზენტაცია

2020-11-17

ნავიგაცია