Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელმა, ევროპის საბჭოს კონგრესში რეგიონთა და ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატის სრულმა წევრმა, ნინო ქავთარაძემ, ევროპის საბჭოს კონგრესში რეგიონთა და ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატების სრულ წევრებთან, გიორგი ტყემალაძეს, თამარ ტალიაშვილსა და სევდია უგრეხელიძესთან ერთად, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივნის ელექტრონულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ევროსაბჭოს კონგრესის მოქმედი გენერალური მდივანი, ანდრეას კიფერი აირჩიეს.
ანდრეას კიფერის თანადგომით და მხარდაჭერით, ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის ურთიერთობის საფუძველზე განხორციელდა რიგი ღონისძიებები, რამაც გააძლიერა დემოკრატიის მხარდაჭერა თვითმმართველობებში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
მისივე მხარდაჭერით განხორციელდა სხვადასხვა პროექტებიც, რომელთა მიზანსაც ევროპის საბჭოს ქარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დადგენილი პრინციპების შესრულება და ევროპის მასშტაბით, რეგიონული თუ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ანდრეას კიფერმა არაერთხელ გამოხატა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამ მიზნით კონგრესის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის დროს სოფელ ხურვალეთს ეწვია და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარება ადგილზე შეაფასა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპულ პოლიტიკურ კრებას წარმოადგენს, რომელიც 47 ევროპული ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 636 წარმომადგენელს აერთიანებს.

2020-11-19

ნავიგაცია