Image

რუსთავის მერიამ საბავშვო ბაღებიდან სურსათის გაცემა დაიწყო.
ქალაქის ოცდაორივე საბავშვო ბაღში, სურსათის დარიგება, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
საკვები პროდუქტის გაცემის პროცესს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილ ნინო ქავთარაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი ესწრებოდნენ.
სურსათს, რუსთავის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელი, ჯამში 6513 ბავშვი მიიღებს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ქალაქის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 9 ნომბრიდან შეჩერებულია.
ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაზაფხულზეც განხორციელდა. სოციალური პაკეტით მაშინ 5650 ოჯახმა ისარგებლა და სრულად მოიცვა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა.

2020-11-20

ნავიგაცია