გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში სს "რუსთავის აზოტის" ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

  • 2020-12-09

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - . რუსთავში სს "რუსთავის აზოტის" ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია; ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა; სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „რუსთავის აზოტი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. N2

საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 28 დეკემბერი, 14:00 საათი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Join Webex Meeting : 

https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=mf3e463b55b13c10222ac1a09f779f9b3

Meeting Number: 175 178 8298

Meeting password: 1234567

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0 ), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს
საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით.

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 28 იანვრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში 

არატექნიკური რეზიუმე

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი

ნარჩენების მართვის გეგმა